|
2019-07-16 12:27:04, 835 ნახვა
საზოგადოება
N6 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს
მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, N6 პენიტენციურ და N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ორგანიზებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგები და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკები უძღვებიან. N6 დაწესებულებაში „კოგნიტური და სოციალური უნარების პროგრამა” 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასასრულს უახლოვდება. „ეს იყო მოკლევადიანი, ჯგუფურ მუშაობაზე დაფუძნებული ზოგადი დანაშაულებრივი ქცევის შემცირების პროგრამა. პროგრამა ამცირებს და ზედამხედველობას უწევს დანაშაულთან ასოცირებულ ფაქტორებს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მსჯავრდებულის რეაბილიტაციის პროცესში“, - განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან თათია ხოჭოლავასთან ერთად ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო. თათია ხოჭოლავას ინფორმაციით კი, მნიშვნელოვანი სატრენინგო კურსი მიმდინარეობს, ასევე, N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. „N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ტარდება სასიცოცხლო უნარების განვითარების ტრენინგი. სასიცოცხლო უნარების კურიკულუმი მოიცავს 62-საათიან სატრენინგო მოდულს. პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი თემისა და მათში შემავალი ქვეთემებისგან. პროგრამაში გამოყენებულია სწავლების მეთოდები: გონებრივი იერიში, როლური თამაში, მცირე ჯგუფებში მუშაობა, დისკუსია, ამბის ან მოთხრობის წარდგენა და განხილვა, ჯგუფის მიერ ამბის შედგენა, დაუმთავრებელი წინადადებები, ხელოვნებითი აქტივობები, მოდელირებითი სწავლება, სხვადასხვა თემატური აქტივობები, სავარჯიშოები და სხვა. პროექტში 10 მსჯავრდებული მონაწილეობს. მისი მიზანია მოზარდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვადასხვა სასიცოცხლო უნარების განვითარების გზით, რაც მათ დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებაში, საკუთარი როლის და მნიშვნელობის განსაზღვრასა და პროფესიის შერჩევაში, მომავლის დაგეგმვასა და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება“, -განაცხადა თათია ხოჭოლავამ. მისივე თქმით, სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები შეძლებენ ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა, ინტერპერსონალური ურთიერთობები, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა. პროგრამა ხელს შეუწყობს მოზარდის მინიმალური ინფორმირებულობის გაზრდას და სხვადასხვა ყოფითი უნარების განვითარებას. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტრენინგები პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით პერმანენტულად ჩატარდება და უფრო მეტ მსჯავრდებულს შეეძლება სხვადასხვა შინაარსის ტრენინგში მონაწილეობის მიღება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)