|
2019-07-15 17:16:52, 1803 ნახვა
საზოგადოება
MDF-მა 32 სახელისუფლებო „ტროლი“ გამოავლინა
მედიის განვითარების ფონდმა 20 ივნისიდან 15 ივლისამდე პერიოდში Facebook-ის ანალიზის შედეგად 39 „ტროლი“ (ყალბი Facebook პროფილი) გამოავლინა, რომელთაგან 32 სახელისუფლებო, ხოლო 7 პრორუსულ და სიძულვილის ჯგუფებს წარმოადგენს. „32 სახელისუფლებო ტროლიდან 18 სხვის იდენტობას იპარავს, ხოლო 14 საკუთარ იდენტობას მალავს. ტროლების უმეტესობა რუსული სოციალური ქსელის Vkontacte-ს პროფილებს იყენებს, ამასთანავე რუსეთის გარდა, ავთენტური პროფილები ისრაელის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ზიმბაბვეს, ბელარუსის, ეგვიპტის მცხოვრებლებს ეკუთვნით, გარკვეულ შემთხვევებში კი ტროლები მსახიობების და მომღერლების იდენტობით აქვეყნებენ თავიანთ პოსტებს. როგორც სახელისუფლებო ტროლები, ასევე პრორუსი და სიძულვილის ჯგუფების ანტისაოკუპაციო აქციის პრაიდად და გეი რევოლუციად წარმოჩენას ცდილობდნენ და ლგბტ თემის გარდა მას ნაციონალურ მოძრაობას და ლიბერალურ ჯგუფებს ნეგატიურ კონტექსტში უკავშირებდნენ. სახელისუფლებო ტროლები მეტ აქცენტს აკეთებდნენ ანტისაოკუპაციო აქციის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, რევოლუციად წარმოჩენაზე, ასევე მინისტრ გახარიას მხარდასაჭერ კომენტარებზე, რა დროსაც როგორც ქრისტიანობით მანიპულირება (ვინც ქრისტიანია, დაუჭირეთ მხარი), ასევე ჰომოფობიური კონტექსტის შექმნა (გახარია არ მოსწონთ ლიბერალებს იმის გამო, რომ ის გარყვნილებისგან გვიცავს) ხდებოდა. 31 სახელისუფლებო ტროლიდან, რომლებიც მედიის განვითარების ფონდმა TBC ბანკის საქმეზე, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე და არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის საწინააღმდეგო კამპანიის პროცესში გამოავლინა, 15 ივლისის მონაცემებით 29 დეაქტივირებულია“, - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის სპეციალურ ანგარიშში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)