|
2019-07-15 16:29:06, 2043 ნახვა
საზოგადოება
საგარეჯოში, ძაღლს სავარაუდოდ ფეხები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]
საგარეჯოში, ძაღლს სავარაუდოდ ფეხები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელმა მედეა მეგი ლომსაძემ გაავრცელა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, "პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა დაიწყო და ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვები". ცნობისთვის, ცხოველებისა და ფრინველების წამებასა და მოკვლაზე სასჯელი გამკაცრებულია. "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით. ცვლილებების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის 259-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად და აღნიშნული "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 104-ე მუხლით გათვალისწინებული აღარ იქნება. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად: ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, - ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან 2 წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე".
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)