06:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 18:31:19, 2939 ნახვა

სამართალი
დეკანოიძე: გამოკითხვაზე არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია

 „სახელმწიფო გადატრიალებასა და ამბოხზე, როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო რაღაც, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მასთან კითხვები ძირითადად იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ სად იმყოფებოდა 20 ივნისის აქციის დროს და მიმართა თუ არა მან მომიტინგეებს.

„კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. რაზეც, დიახ, ჩემი პასუხი ასეთია, მე მივმართე აქციას სიტყვით, მე გამოვხატე პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო გადატრიალებასა და ამბოხზე, როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო რაღაც, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია, როგორ იყო ქრონოლოგია, მოგვიყევიო და მოვუყევი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics