|
2019-07-12 16:35:46, 2539 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება
საქართველო, როგორც 146-ე წევრი სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდება. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. ეს საშუალებას მოგვცემს უკეთ ვმართოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსი. საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო აიღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას მსოფლიო მასშტაბით", - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ხელშეკრულებაზე ახალი ხელმომწერი ქვეყნების შემოერთებას, ისევე როგორც დოკუმენტით გათვალისწინებულ შემდგომ პროცესებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) არეგულირებს. საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები სარგებლობენ სხვადასხვა უპირატესობით, მათ შორის მცენარეთა გენეტიკური მასალების მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბანკზე წვდომით. ამასთან, საქართველოს ექნება უფლება პროექტების მხარდასაჭერად მიმართოს „სარგებლის გაზიარების ფონდს“, რომელიც მხარს უჭერს განვითარებად ქვეყნებს შეინარჩუნონ და მართონ მცენარეთა გენეტიკური რესურსები სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის. საქართველოს, მცენარეული კულტურების კულტივაციის მდიდარი ისტორია გააჩნია. „საერთაშორისო კონსერვაციის“ მიხედვით, ქართული თავთავიანი კულტურები (პურის მარცვლეული) და პარკოსანი მცენარეები წარმოადგენენ „ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს“. საქართველო დასავლეთ აზიური კულტურის მცენარეთა წარმოშობის ცენტრია და ქერის, ხორბლის, პარკოსნების, ვაზისა და მრავალი სახეობის ხილის სამშობლოდ ითვლება. „ჩვენ მივესალმებით საქართველოს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების უახლეს წევრს. საერთაშორისო ხელშეკრულების თანამეგობრობაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისთვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისათვის. გვჯერა, რომ საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვან ამოცანებზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა საერთაშორისო ხელშეკრულების მდივანმა, კენტ ნადოზიმ. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგად შეაფასა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნ იელემ. „საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაერთიანება წარმოადგენს საკვანძო ეტაპს საქართველოსთვის, მისი მრავალფეროვანი მცენარის ჯიშებისა და სახეობების, მდგრადი სოფლის მეურნეობის და უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნ იელემ. საქართველო უკვე არის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპული კოოპერაციის პროგრამის და არაერთი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი. მათ შორის: ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია, საერთაშორისო მცენარეთა დაცვის კონვენცია, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის ფარგლებში და გაეროს კონვენცია გაუდაბნოებასთან ბრძოლის მიზნით.
(NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)