06:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 13:44:11, 1707 ნახვა

სამართალი
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული მერებაშვილი დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

როგორც საქმის განხილვისას მოსამართლემ განმარტა, ვინაიდან მერებაშვილს პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება და ამ თარიღამდე სასამართლო სხდომა ვერ დაინიშნება, გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს.

დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, რათა ბრალი დამტკიცდეს. 

თავის მხრივ პროკურატურა ამბობს, რომ დაცვის მხარე საქმეს განზრახ აჭიანურებს და მიუხედავად გიორგი მერებაშვილის განთავისუფლებისა, მას ბრალი დაუმტკიცდება.

ცნობისთვის, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics