|
2019-07-11 12:50:07, 1584 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი კერძო სექტორის განვითარება და მაკროეკონომიკური სტაბილურობაა
„ჩვენი მთავრობის ძირითადი ხედვა და მიზანია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა. ნათია თურნავა მონაწილეობს პანელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ეკონომიკა მთლიანად ეყრდნობა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებასა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ სწრაფვას. „საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია ძლიერი ინსტიტუციები, რაც, ასევე, აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმებისა და DCFTA- ს ფარგლებში რეფორმის დღის წესრიგი. „საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან", - აღნიშნა მათია თურნავამ. ნათია თურნავამ თავის სიტყვაში ასევე აქცენტი გააკეთა ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი ინფორმაციით, ფისკალური პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდაზე, რაც გულისხმობს კაპიტალური ხარჯების გაზრდას - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას. „ეს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, კერძო ინვესტიციების პარალელურად, რომელსაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახებას აერთაშორისო ინვესტიციებზე. Moody's Investors Service-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვნებელი Ba3-იდან Ba2-ამდე გააუმჯობესა. 2019-ის თებერვალში, Fitch-მა კი საქართველოს შეფასება 'BB-' -იდან 'BB'-ამდე გააუმჯობესა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)