10:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 20:11:56, 1330 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორია - შეიძლება მხოლოდ მივესალმო

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ  მიესალმო, - ამ სიტყვებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მიმართა სანქციების დაკისრებას მხარი არ დაუჭირა.

ზალკალიანის განმარტებით, მიზანშეწოლილი არაა უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. 

„რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეს ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ შეიძლება მიესალმო ამას, რადგანაც არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც მოჰყვა სიტუაციის გამწვავება და რომლის მიზანიც იყო, სწორედ, სიტუაციის დესტაბილიზაცია, სიტუაციის ესკალაცია და იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენი ეთერიდან მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი გადაწყვეტილება და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მივესალმოთ“, - აღნიშნა ზალკალიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics