14:00 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 14:35:31, 1617 ნახვა

რეგიონი
აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს ყაზახი ჟურნალისტები ამზადებენ

ყაზახი ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, პროდუქტებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები და ღვინის მარნები. ყაზახი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ორგანიზებით სტუმრობენ. აჭარის გარდა  ისინი მცხეთასა და თბილისსაც სტუმრობდნენ.

ყაზახეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია აჭარაში ყაზახეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც, რაც 6 თვის მონაცემებით  59.28%-იან ზრდას ითვალისწინებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების რეკლამირების მიზნით წელს 25 პრეს-ინფოტურს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 40-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ  გამოქვეყნებული სტატიების, რეპორტაჟებისა და ბლოგების რაოდენობაც.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics