06:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 17:14:50, 1227 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას ეს ხელისუფლება არა, მაგრამ შემდეგი ბოლომდე მიიყვანს

„ევროპული საქართველოს“ წევრი  სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ განცხადებები სპეცრაზმელების მიერ აქციის დაშლისას თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე, „სიტუაციიდან გამოძრომის მცდელობაა“. 

კაპანაძის მოსაზრებით, ხელისუფლება გამოძიებას ბოლომდე არ მიიყვანს.

„გახარია ცდილობს, რომ  გაექცეს პასუხისმგებლობას და  ჯოხი გადატეხოს სპეცრაზმელებზე. ასევე, იმ ნარატივის განვითარება, რომ არავის ბრძანება არ ყოფილა და ასე სპეცრაზმი  თავისით იქცეოდა, არის სრული კატასტროფა.  გამოდის, რომ სპეცრაზმს შეუძლია მთელი ღამის განმავლობაში, რამდენიმე ათასი ტყვია ისროლოს და არავინ არც კი დაინტერესდება და არავინ არ გააუქმებს ამ ბრძანებას?! ეს არის გამოძრომის მცდელობა, რომელიც, ჯამში, წარუმატებლად დამთავრდება. უბრალოდ, სირცხვილია ასეთი საქციელი. ამას სჯობს, მართლა აიღოს [შს მინისტრმა]  პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადადგეს და მერე დაელოდოს ყველა ერთად გამოძიებას, რომელსაც ეს ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე, მაგრამ შემდეგი მიიყვანს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics