05:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 15:12:39, 1272 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი „ოცნებას“: პროცესები უნდა მიმდინარეობდეს მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე

 „პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ზუსტად ასე, კონსტიტუციურად, პოლიტიკურად და მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე“, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა საკონსტიტუციო ინიციატივა „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა მმართველ გუნდს აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებითად დაუსვა შეკითხვა.

„ჩვენ „სამოქალაქო მოძრაობაში“ ერთი წამი არ დავფიქრებულვართ იმაზე მოვსულიყავით თუ არა აქ. პირიქით გეტყვით, რომ კომპრომისი და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არის სახელმწიფოებრივად სწორი და ამისთვის გეტყვით მადლობას. არ მომერიდება ნამდვილად არც მე და არც ჩემს მეგობრებს. პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ზუსტად ასე, კონსტიტუციურად, პოლიტიკურად და მაგიდასთან ლაპარაკით, როგორც არ უნდა გვეხატებოდეს ერთმანეთი გულზე. ერთი კითხვა მაქვს და ვიცი, რომ ეს ცენტრალური ხელისუფლების დონე არ წყდება, მაგრამ მაინტერესებს, ჩვენ გვირეკავენ და გვწერენ, რომ აჭარასთან დაკავშირებით როგორ იქნება, როგორი წესით ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები?!“ - მიმართა ელისაშვილმა „ოცნებას“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics