01:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 17:21:12, 2461 ნახვა

მსოფლიო
კოსაჩოვი: საპარლამენტთაშორისო კონტაქტები მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხოების ზომების არარსებობა ამას შეუძლებელს ხდის

რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი მიიჩნევს, რომ საპარლამენტთაშორისო კონტაქტები დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობის პირობებში წახალისებული უნდა იყოს, მაგრამ უსაფრთხოების ზომების არარსებობა ასეთ დიალოგს შეუძლებელს ხდის.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

"საპარლამენტო ხაზით ვიზიტები, დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის პირობებში არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ჩემი ღრმა რწმენით, უნდა იყოს წახალისებული ორივე მხარის მიერ. რა თქმა უნდა, ეს უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი არსებობს", - განაცხადა კოსაჩოვმა.

ამასთან, კოსაჩოვის განცხადებით, აუცილებელი პირობაა, შესაძლო ვიზიტების ყველა პარამეტრის წინასწარ შეთანხმება, მათ შორის "მასპინძელი მხარის მიერ ჩამსვლელი დელეგაციებისთვის საზოგადოდ მიღებული სტუმართმოყვარეობისა და უსაფრთხოების ნორმების გარანტირება“.

„ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, მხარს დავუჭერ რუსეთ-საქართველოს დიალოგის აქტივიზაციას საპარლამენტო ხაზით. ამის გარეშე დიალოგის წარმოება შეუძლებლად მიმაჩნია“, - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics