03:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 10:09:46, 1625 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ - ჩვენი პარტიის წევრს შეკვეთილში თავს დაესხნენ და ჭრილობა მიაყენეს

ბათუმის საკრებულოს წევრის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. 

ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, სადაც საპროტესტო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა.

როგორც ქამადაძემ აღნიშნა, მათთან უცნობი პირი მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ კი დიასამიძეს თავს დაესხა. მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის თქმით, ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics