03:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:04:13, 1650 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, ასევე შეწყვიტონ ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი", ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს.

„ჩვენთვის ეს სიტუაცია მიუღებელია,  იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ჟენევის მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომ აუცილებლად გამოამჟღავნონ კონსტრუქციულობა და მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება, რომლებსაც  პირველ რიგში ეს  ჰუმანიტარული მიზნებისთვის ესაჭიროებათ, საუბარია თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით მსგავსი ქმედებების მიუხედავად საქართველოს ხელისუფლება განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics