|
2019-06-27 12:33:58, 1235 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: პრემიერმა იმ დარბაზში შესვლა ვერ გაბედა, სადაც გავრილოვი იჯდა - ხვალ გახარიას თეთრი რაშით შემოიყვანენ
ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა, იმ დარბაზში შესვლა ვერ გაბედა, სადაც გავრილოვი იჯდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა პრემიერი „გადამალა“. „პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა მოსვლა, პირდაპირ არის ეს კანონის დარღვევა. ვერ გაბედა იმიტომ, რომ რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში. პრემიერს, რომელიც ფაქტობრივად არის ივანიშვილის მოციქული და ფორმალურად ჰქვია მას პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს დაინიშნება სულ მალე სასამართლო, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ბუნებრივია, გადაწყვეტილება ის იქნება რასაც უბრძანებს ივანიშვილი. როგორც ჩანს, აქვთ ჩანაფიქრი, რომ პრემიერის გადამალვით, ხვალ აქ თეთრი რაშით შემოიყვანონ გიორგი გახარია და გიორგი გახარია წარმოაჩინონ ხელისუფლების მთავარ სახედ და უნდათ ამ დარბაზში ჩამორეცხონ ის სისხლი, რომელიც მან დააყენა ქუჩაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ წარდგება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)