|
2019-06-26 20:40:10, 1605 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - მელიასთვის მანდატის მოხსნა, ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური სირცხვილია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევა მმართველი გუნდის პოლიტიკური სირცხვილია. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საზოგადოებრივ კონსენსუსს შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს. „პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილი ივანიშვილის გუნდის ყველა წევრს, ივანიშვილის დავალებით, ვინც ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და მათ მცდელობას, რომ გახარიას პასუხისმგებლობაზე საუბარიც რომ არ უნდათ და ამის მაგივრად, ყურადღების გადასატანად, ჩვენს კოლეგას, ოპოზიციონერს უშვებენ ციხეში. იმედი აქვთ, რომ ამით მოხდება ძალის დემონსტრაცია, როდესაც ისინი ქართულმა საზოგადოებამ დააჩოქა დამსახურებულად და არ გამოუვათ. თვითონ მელიას გზავნილი, გიგი უგულავას გზავნილი, რომელიც შეიძლება ხვალ დაიჭირონ, იყო მსგავსი. ვერაფერი ვერ შეცვლის საზოგადოებრივ კონსენსუსს იმაზე, რომ სისხლიანი და უპასუხისმგებლობა გადაწყვეტილების შემდეგი, გახარია უნდა დაისაჯოს და გადადგეს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)