02:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 12:16:10, 1432 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში გრძელდება - ირმა ნადირაშვილმა სოფო კილაძისკენ გაიწია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

დაპირისიპირების მიზეზი სოფო კილაძის განცხადება გახდა, რომლის დროსაც მან "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმი გაიხსნა. 

„რომელ ადამიანის უფლებებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არ მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ და არც ერთ ნაწამებ ადამიანზე, გაუბედურებულ ადამიანებზე, სირცხვილია, სირცხვილი“, - აღნიშნა კილაძემ

ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გააღიზიანა. დეპუტატი ადგილიდან წამოხტა და სოფიო კილაძესთან მისვლას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება მას არ მისცეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნადირაშვილს რამდენჯერმე მოუწოდა „წესიერად მოქცეულიყო“.

„დღეს რა ხდება, სოფო კილაძეზე გაქვთ დაგეგმილი შტურმი თუ რა ხდება?!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომა მინდინარეობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics