|
2019-06-25 10:29:04, 1255 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი
„რასაკვირველია, არსებული გამოწვევების ფონზე კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, ჩვენ მზად ვართ და აღვუთქვით გვერდში დგომა, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე. ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტუროპერატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რომ ეს სეგმენტი არ დაიკარგოს, რადგან მათთვის ეს მიმზიდველი და მომგებიანია. „საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს - ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25 პროცენტს ჩვენს ბაზარზე და ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. „ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია. ჩვენს ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)