2019-06-22 18:39:36, 1739 ნახვა
მსოფლიო
პუშკოვი: პრეტენზიები იმ თანამოქალაქეების მიმართ გამოხატონ, რომელთაც პარლამენტში შეჭრა სცადეს
რუსეთის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი ვლადიმერ პუტინის განკარგულებას ეხმაურება.
პუშკოვი საქართველოს ურჩევს პრეტენზიები იმ მოქალაქესბის მიმარტ გამოხატონ, რომლებმას აქცია მოაწყეს და პარლამენტში შესვლა სცადეს.
"თბილისში რუსეთიდან ტურისტული მარშრუტების შეჩერებით უკმაყოფილოები არიან. თავიანთი პრეტენზიები იმ თავიანთი თანამოქალაქეების მიმართ გამოხატონ, რომელთაც პარლამენტში შეჭრა სცადეს და ექსცესები მოაწყეს. ასევე პრეზიდენტის მიმართ, იმის ნაცვლად, რომ ყველა ჭუჭყი რუსეთს დააბრალონ. სხვათა შორის, რა ხდება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის თაობაზე?", - წერს პუშკოვი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან