01:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 22:10:11, 1279 ნახვა

სამართალი
„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა!“ - შსს აქციის მონაწილეებს აფთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევა და ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგ პოლიცია კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების გარეთ გამოყვანას ცდილობენ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ მმართველ გუნდს 1-საათიან ვადა მისცა იმისთვის, რომ სამი მაღალჩინოსანი - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრის გიორგი გახარია და სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გადამდგარიყვნენ, თუმცა ეს ვადა ამოიწურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics