|
2019-06-18 16:15:08, 946 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ხელისუფლება გავრილოვს ეთანხმება, რომ ოკუპირებული ტერიროტიების დამოუკიდებლობა შემდგარი ფაქტია
„ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს გავრილოვს, როგორც ჩანს ეთანხმება, რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვის თბილსიში ვიზიტს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ღიად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხზე მოსაზრება. „გავრილოვი წარმოადგენს იმ ხაზს რუსულ პოლიტკაში, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არის შემდგარი ფაქტი და ამას უნდა შეეგუოს, როგორც საქართველო, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა. როდესაც ეს ადამიანი, თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორმზე არის მთავარი გამომსვლელი, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ის ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს ბატონ გავრილოვს, როგორც ჩანს ეთანხმება გავრილოვის შეხედულებას, რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და როგორც ჩანს, იზიარებს შეხედულებას, რომ ამას უნდა შეეგუოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ჩვენი საზოგადოებაც. ჯობს ეს ღიად განაცხადონ და რიად დააფიქსირონ ჩვენს მოქალაქეებთან საკუთარი პოზიცია, რადგან ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავად განსაჯოს, სურს თუ არა ხელისუფლება რომელიც იზიარებს რუსეთის, პუტინისა და გავრილოვის შეხედულებებს ამ საკითხზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)