|
2019-06-18 15:39:28, 814 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე ასევე, უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება, რულონური ბალახი დაიგება და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება. ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. „9 ძმის ქუჩაზე, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და უკანონოდ შემოფარგლული იყო. მოსახლეობის თხოვნითა და მათთან თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სივრცე გაერთიანდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა მრავალფუნქციური, თანამედროვე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)