|
2019-06-18 10:10:11, 798 ნახვა
რეგიონი
გარდაბანში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (Rec Caucasus) ორგანიზებით ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს ინფორმაცია გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის საკითხებზე, ამ კუთხით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და გამოწვევებზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის “გაუდაბნოება ჩემს მხარეში”გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება. ესეები კონკურსი “გაუდაბნოება ჩემს მხარეში” მიზნად ისახავდა გაუდაბნოების საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სართიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ესეების სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა გაუდაბნოების პრობლემაზე. კონკურის თითოეულ მონაწილეს გადაეცა წამახალისებელი პრიზები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებული სამი ესეს ავტორები დაჯილდოვდნენ ბიბლუსის ვაუჩერებით. მონაწილეებმა პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიმდებარედ გაშენებული ქარსაფარი ზოლები დაათვალიერეს. გაუდაბნოებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ.
(NS)
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)