|
2019-06-17 17:12:46, 1282 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა APM terminal-ზე: ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება
„ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება, ისეც კარგად გადავწყვეტთ საკითხს“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს APM terminal-თან ურთიერთობას, რომელსაც ფოთის პორტში ინვესტიციების ჩადება ჰქონდა გადაწყვეტილი. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფოთის პორტი მნიშვნელოვანი ობიექტია და APM terminal-ის წარმომადგენლებთან შევედრას აპირებს. "მე ვაპირებ, რომ შევხვდე APM terminal-ს და საქმიან ვითარებაში განვიხილო მათთან ყველა მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხი. APM terminal -ის ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ინვესტორი, ფოთის პორტი არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავის დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოგისტიკაში და ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც კი არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)