11:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 13:11:07, 1260 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე: ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ - ეს პრემიერის პრეროგატივაა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

როგორც სერგეენკომ "კურიერის" ეთერში განაცხადა, მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მამუკა ბახტაძეს ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ. 

"ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სერგეენკო.

კითხვაზე, ატოვებინებენ თანამდებობას თუ შესაბამისი გადაწყვეტილება თავად მიიღო, სერგეენკომ ასე უპასუხა:

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ნებისმიერ ცვლილებაზე, მაგრამ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება არის პრემიერის საქმე", - დასძინა დავით სერგეენკომ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics