|
2019-06-16 11:55:08, 1574 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი: „ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომა უმნიშვნელოვანესია"
„ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის" მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სასტუმრო „რედისონში" გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საპროექტო ხელშეკრულებას. მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ. 5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ქ. ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. 20 მილიონი ევრო - „პროფესიული განათლების პროგრამა - I" პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა , დაახლოებით, 345 მილიონ ევროს შეადგენს. NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)