|
2019-06-15 17:14:48, 1743 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და BG BAU-ს შორის შრომის უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის „სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილ სადაზღვევო ინსტიტუტს“ (BG BAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და BG BAU-ს წარმომადგენელმა ბერნდ მერცმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის მიმართულებით ერთობლივი ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. მხარეები ერთმანეთს ხელს შეუწყობენ გააუმჯობესონ ევროპული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ინფომაციის ხელმისაწვდომობა, სამშენებლო სექტორში როგორც ინდივიდუალურად დასაქმებულებისთვის და მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის, ასევე პროფესიული კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა BG BAU-ს აპლიკაციის BAUSTEINE ქართული ვერსია სმარტფონებისთვის, „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის დახმარებით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. აპლიკაციის შექმნის მიზანია საქართველოში მშენებლობაზე უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობა. BG BAU-ს აპლიკაციის ქართული ვერსია შეიქმნა ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე. წარმოდგენილი კონცეფცია ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც მორგებულია ქართულ გარემოზე. აპლიკაცია დატვირთულია გრაფიკული მაგალითებით და ადვილად გამოიყენება კონკრეტული უსაფრთხოების ზომების მისაღებად. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ყველა მოწყობილობისთვის ოფლაინ რეჟიმში და განკუთვნილია სამშენებლო სექტორში ფუნქციონირებადი კომპანიებისთვის, მენეჯერებისთვის, უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.
(ns)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)