|
2019-06-14 15:48:20, 998 ნახვა
საზოგადოება
IDFI-ს კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გავრცელების კუთხით შსს-ს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შეფასების 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციებიც 2014 წელთან შედარებით და ასევე, მოიცავს საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს. IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს 96%-იანი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წელთან შედარებით ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად - 39%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუმჯობესა და ამ კუთხით, საჯარო დაწესებულებებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე აქვეყნებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი რეკომენდაციებსაც გამოსცემს და მოუწოდებს სხვა საჯარო დაწესებულებებს, საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განათავსონ ყველა ის ფინანსური თუ სხვა საჯარო დოკუმენტი, რომლზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. ამის წარმატებულ მაგალითად კი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოჰყავს, რომლის საჯარო ინფორმაციის გვერდზე დამატებით გამოქვეყნებულია მაღალი ინტერესის მქონე სტატისტიკური მონაცემები, სამინისტროს მიერ აღრიცხული მონაცემთა ბაზები და სხვა. აღსანიშნავია, რომ IDFI-ს აღნიშნული პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)