|
2019-06-14 15:34:39, 855 ნახვა
საზოგადოება
VINITECH-ის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს
„საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და საფრანგეთის ბორდოს რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იღებენ. ბორდოს რეგიონი თანამედროვე მეღვინეობის მსოფლიო ცენტრია და, შესაბამისად, დელეგაციის ვიზიტს და ერთობლივი კონფერენციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა VINITECH-ის ინოვაციური ტურის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე „თქვენს საქმიანობაზე მორგებული ფრანგული გამოცდილება და ინოვაცია“ განაცხადა. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მიერ ღვინის წარმოების და ექსპორტის კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ვენახების გაშენებისა და სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის წარმოების უძველესი კერაა, შესაბამისად, ის ძალიან საინტერესოა ბევრი მკვლევარისა და მეცნიერისთვის. ბორდოს რეგიონი პირველად აწყობს გასვლით ტურს და სიმბოლურია, რომ პირველი სწორედ საქართველოა. მათთვის საინტერესოა ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაში ინოვაციების ჩამოტანა. ბორდო თანამედროვე მეღვინეობის ცენტრია, ლიდერია მეღვინეობაში ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით; ამდენად, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კონფერენციაზე, რომელსაც ქართველი და ფრანგი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამეცნიერო და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მევენახეობაზე კლიმატის გავლენის, ირიგაციის ახალი მეთოდების საჭიროების, რთვლის საუკეთესო დროის შერჩევის და მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები განიხილეს.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)