|
2019-06-14 15:32:43, 831 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში ორი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. რეაბილიტაცია სოხუმის N13-ში და გურამიშვილის N40-ში ადგილობრივი მცხოვრებლების მომართვიანობის საფუძველზე ჩატარდა. სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათი საცხოვრებელი გარემო განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხოა. გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა, გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კიბეები, განახლდა სართულშუა გადახურვა. რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, მოხდა კარ-ფანჯრების მოჩარჩოება და ფასადის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, განახლდა სახლის გადახურვა და უახლოეს მომავალში ახალი კარი დამონტაჟდება. საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანიებმა -„ბილდინგი“ და შპს „ანი“ განახორციელეს. პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე, დაახლოებით, 50 000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი, 65 000-მდე ლარია.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)