|
2019-06-14 12:56:54, 1076 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება მოქალაქეებს მიმართავს და მათ ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს. „ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს. თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)