|
2019-06-14 12:40:17, 762 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა
„თიბისიმ“ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა. TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემოში მრავალფეროვანი, ინოვაციური მეთოდებით განახორციელონ გადახდები. საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი. თიბისის მობაილბანკის 500,000 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს QR-ით ფიზიკურ და ინტერნეტ მაღაზიებში და ასევე თიბისის ბანკომატებიდან გამოიტანოს თანხა ბანკომატზე ღილაკის დაჭერის გარეშე, მხოლოდ QR კოდის დასკანირებით. ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ჩამოტვირთოს მობილურში თიფეის აპლიკაცია, დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ და ოფლაინ გადახდები. TPAY ნებისმიერი ზომის ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. ამასთანავე, მცირე ბიზნესს მიეცემა საშუალება მარტივად და იაფად ჩაანაცვლოს ნაღდი თანხით ვაჭრობა უნაღდო ანგარიშსწორებით. ამისთვის ბიზნესის წარმომადგენელი ფიზიკურ ან ინტერნეტ მაღაზიაში უმარტივესი პროცედურით ამატებს TPAY-ის და მყისიერად იღებს გადახდებს, ქმნის დაშვების დონეებს კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლისთვის და გადახდებს ადევნებს თვალს. გადახდის ეს მეთოდი არის ბარათით და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ალტერნატივა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. მალე TPAY-ის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ tpay.ge
(R)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)