|
2019-06-14 10:25:16, 898 ნახვა
საზოგადოება
გორისა და ქარელის სოფლებში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შპს „საქართველოს მელიორაცია“ ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ატარებს. სპეციალური ტექნიკით წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლის რეგიონალურმა სამსახურმა წვიმის დაწყებისთანავე შესაბამისი ზომები მიიღო; გამოირთო მეღვრეკისის სატუმბი სადგურის ტუმბო აგრეგატები, რის შედეგადაც სალთვისისა და ზემო ნიქოზის არხს წყლის მიწოდება შეუწყდა; სათავე ნაგებობის კაშხალზე გაიხსნა ფარები; დაიკეტა ძლევიჯვრის, ალტერნატიული და ზედა რუს სარწყავი არხები. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან. ამ დრომდე სამელიორაციო ტექნიკა მუშაობს სოფელ ყელქცეულში, ძლევიჯვარსა და არადეთში, სადაც სტიქიის შედეგად დატბორილი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთებიდან ჭარბი წყლის მოცილების ღოონისძიებები ხორციელდება.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)