|
2019-06-13 18:49:09, 1470 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა
„აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-3 კონფერენციაზე გამოსვლისას, რომლის ერთ-ერთი სესიის სახელწოდება იყო: „ვაჭრობა და კომერცია: რეგიონალური ჰაბი ეკონომიკური ზრდისთვის". კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტმა (United States Institute of Peace), ჰერითეიჯ ფაუნდეიშენმა (Heritage Foundation ) და საქართველოს საელჩომ აშშ-ში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ღია ბაზრის, ლიბერალური ეკონომიკისა და სტრატეგიული მდებარეობის გამო. მინისტრმა აქცენტი გააკეთა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე აშშ-სთან, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან. მისი თქმით, აშშ საქართველოს ძირითადი სტრატეგიული მოკავშირეა და, ამდენად, საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მაღალი დონის დიალოგს ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ (HLTID) და დაინტერესებულია უახლოეს მომავალში შემდეგი შეხვედრის ჩატარებით. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და განაცხადა, რომ 2018 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და აშშ-ს შორის 33 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 520 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის თქმით, აღნიშნული დინამიკის მიუხედავად, ეს არ არის საკმარისი. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აშშ-სთან არსებული პოტენციალი ვაჭრობის, ინვესტიციების და ა.შ. მიმართულებებით," - აღნიშნა მინისტრმა. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საუკეთესო გზაა. ეს იქნება ჩვენი რეგიონის აშშ-ს მზარდი ეკონომიკური ინტერესების მკაფიო სიგნალი და ასევე, მხარდაჭერის სიგნალი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების, მისი ეკონომიკური განვითარების და სავაჭრო დივერსიფიკაციის საჭიროებების თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)