17:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 16:39:38, 1107 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ნასარია: „ქართუს“ გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული

 „ქართუს“ გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული. ათობით მილიონი რომელიც ფონდმა გურიის რეგიონში დახარჯა, გურიის პოპულარიზაციას და გურიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- ეს განცხადება გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ერისთავების სასახლისა და სოფელ ერკეთში მონასტრის რესტავრაციით ვიზიტორებისთვის რეგიონში საინტერესო ლოკაციები გაჩნდება.

,,ჩვენი რეგიონისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია  გამომდინარე იქიდან, რომ ერისთავების სასახლის რესტავრაცია იწყება, ასევე იწყება მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის რესტავრაცია სოფელ ერკეთში. ეს ორი ობიექტი იმ ტურისტული ზონების დამატება იქნება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი რეგიონისთვის და ვიზიტორებისთვის,  საინტერესო ადგილები გაჩნდება ამ ლოკაციების თვალსაზრისით. აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ერისთავების სასახლის მიმდებარე ტერიტორია იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული, და დამსვენებლებს ქონდეთ საშუალება, რომ კომფორტულად  დს მშვიდ გარემოში მოახდინონ დასვენება“,- განაცხადა ზურაბ ნასარიამ.

როგორც გურიის გუბერნატორმა აღნიშნა,  არ არის პირველი პროექტი, რომელსაც აფინანსებს ფონდი „ქართუ“ . ქართუ ფონდს  გურიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაფინანსებული, მათ შორის არის გურიის ოზურგეთის თეატრი, შეკვეთილში გასართობი ცენტრები.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics