|
2019-06-12 12:39:26, 828 ნახვა
საზოგადოება
„იქნებ თავის მოკვლა მინდა“ - აბონენტი გაზის სპეციალისტს შემოწმებაზე არ უშვებდა [ვიდეო]
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, მაისში, დედაქალაქის მასშტაბით, განმეორებითი შემოწმების შემდეგ 3828 აბონენტს ქსელიდან ჩაუჭრეს ღია კამერიანი აკრძალული წყლის გამაცხელებლები, ე.წ. კალონკები. კომპანიის ცნობით, ყველაზე მეტი დარღვევა სამგორის რაიონში დაფიქსირდა, სადაც გაზის სპეციალისტებმა 891 აბონენტს განმეორებით ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი. მათ ერთხელ უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ მკვლელი გაზდანადგარები, თუმცა თვითნებურად დააერთეს ქსელზე, რითაც საფრთხე შეუქმნეს როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებსაც. "ისანსა და ვაზისუბანში 605 აბონენტს ჩაუჭრეს მკვლელი დანადგარი ქსელიდან, გლდანში - 427-ს, სანზონაში- 374-ს, ჩუღურეთში - 269-ს, დიდუბეში - 249-ს, საბურთალოზე - 231-ს, კრწანისში - 227-ს, ნაძალადევის რაიონში 138 მკვლელი დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან, ნუცუბიძეზე - 103, მთაწმინდაზე - 125, დიღომში - 98, ვაკეში - 75 და წყნეთში - 16. თქვენ სწორედ იმ ვიდეომასალას უყურებთ, რომელიც განმეორებითი შემოწმებისას არის გადაღებული. ერთ-ერთი აბონენტი კი, რომელიც გაზის სპეციალისტებს არ აძლევდა უფლებას, ქსელიდან ჩაეჭრათ კუსტარულად დამონტაჟებული ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი, ამბობს, რომ მას აქვს უფლება, სახლში ჰქონდეს მკვლელი დანადგარი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
(R)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)