|
2019-06-10 17:31:20, 1399 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობის მიერ ასევე, სანიტარიული ჭრა განხორციელდა. ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „სტუდენტებთან ერთად, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ტყე-პარკი დავასუფთავეთ. გვინდა, რომ მსგავსმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და გარემოს დაცვაზე ერთად ვიზრუნოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. აქციაში მონაწილეობა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმაც მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)