16:12 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 16:09:16, 1297 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული „ნერგების ფესტივალი“ გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ქალაქ თბილისში გამართულ ჩინურ სახალხო დღესასწაულს  - ნერგების ფესტივალს დაესწრო და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ჩინეთის საელჩოს სურვილი ხელი შეუწყოს თბილისში გარემოზე ზრუნვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი აქტივობაც გაიმართა. გამწვანების აქციაში ჩართულ მოხალისეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ   სპეციალური სერთიფიკატები  გადასცეს.

ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თბილისის მერია იყვნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  თბილისის მერიის, გლდანის რაიონის გამგეობის,  საქართველოში მოქმედი ჩინური კომპანიების წარმომადგენლები და საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტების სტუდენტები.

ნერგების ფესტივალი საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება და მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და ჩინელი ხალხის სახელით, საქართველოში გამწვანების ხელშეწყობაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics