|
2019-06-10 13:48:18, 1467 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი კახიძეს: იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ წაგება აღიაროთ და ლადო კახაძეს მიულოცოთ
ლადო კახაძეს შალვა შავგულიძესთან მიმარრთებაში მორალური უპირატესობა ჰქონდა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო უბნებთნ კრიმინალური სამყაროს წევრები ჰყავდა მობილიზებული. „ბატონი ოთარის რეპლიკას პასუხი უნდა გავცე აუცილებად, იმიტომ რომ, მიუღებელია და საერთოდ წარმოუდგენელ რამეს საუბრობს და ბრალს დებს ხელისუფლებას იმაში, რაც ჩვენთვის პრინციპული და პრიორიტეტულია ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ამას კონკრეტული ფაქტები მოწმობს. როდესაც წააგებს თქვენი გუნდი, იმისი უნარიც უნდა გქონდეთ, რომ აღიაროთ წაგება და ადამიანს მიულოცოთ გამარჯვება, რომელიც ღირსეულად მოიპოვა. ჩვენმა კანდიდატმა, ბატონმა ლადომ დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა ღირსეული გამარჯვება, კულტურული, ცივილური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად. ამ ადამიანს მორალური უპირატესობა ჰქონდა ბატონ შავგულიძესთან მიმართებაში. მთაწმინდელებმა გააკეთეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის. ახლა გვეყოს იმის უნარი, რომ პარტიაზე მაღლა დავდგეთ და ამ ადამიანს მივულოცოთ გამარჯვება. არავინ არ თანამშრომლობს არანაირ კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას და კიდევ ბევრი გამარჯვების მოპოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)