15:27 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 21:08:18, 1121 ნახვა

პოლიტიკა
კახაძე: ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რაც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა

ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი უნდა იყოს.

„მივესალმები აქტიურობას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია, აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და ამის შემდეგ გაკეთდება კომენტარი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მე ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და  ძალიან გამიხარდება, თუ ეს შედეგები დადასტურდება არჩევნების შემდეგ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, თუ იმ იმედების რეალიზება მოხდება, რომელიც მოსახლეობის მიმართ მქონდა“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics