|
2015-01-23 11:50:54, 3247 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იურიდიული პირებისა და ფინანსური მენეჯერების გადამზადება გრძელდება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, თემაზე - „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა“ ტრენინგი მიმდინარეობს. საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის, ყველა დონის ბიუჯეტების ოპერაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მენეჯერების გადამზადება გრძელდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბრიდან მათ ტრენინგებს თემაზე „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა,“ სახელმწიფო ხაზინისა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სპეციალისტები უტარებენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა ხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი სისტემის მეშვეობით.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)