|
2015-07-01 13:20:46, 714 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6 თვის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა
2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზი 4 მილიარდ 535.1მლნ ლარი, 252 მლნ. ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 4 მილიარდ 787.1მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 105.6%). ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება. „ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3 მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%. 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მლნ ლარით (11,9%-ით). აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია(შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული. ამასთან, 2015 წლის სახელმწიფობიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ შეადგენს 96,2 %-ს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მლნ ლარს. ჯამში ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)