|
2019-06-07 11:02:46, 968 ნახვა
საზოგადოება
ყალბი საბანკო ამონაწერებით კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ათი პირი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე მხილებულია 10 პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიმართეს ერთ-ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წარდგენილ იქნა ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა, ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი. „გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, 2019 წლის განვლილ პერიოდში საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებულია 15 პირი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)