|
2019-06-07 10:41:42, 831 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ახალგაზრდებს: არასოდეს დანებდეთ, დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და აუცილებლად იქნებით წარმატებულები
„თქვენ ახალგაზრდები ხართ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები“, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა ახალგაზრდული პროექტების წარდგენის ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს. კახა კალაძემ ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას აქვს სურვილი, რომ დაგეგმილი პროექტები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით განხორციელდეს. „ზოგადად თქვენი როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ კონცეფციას ახალგაზრდული მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დედაქალაქის მთავრობაც ჩაერთვება. „დღეს, ჩვენთან ერთად იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მადლობა მას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. ყველას მადლობა მობრძანებისთვის. აქ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელსა და აშშ-ში იმყოფება. თუმცა რამდენიმე კვირაში მამუკა ბახტაძე გეგმავს, რომ ახალი კონცეფცია წარმოადგინოს ახალგაზრდული პროექტების შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენც, დედაქალაქის მთავრობაც, ამ მიმართულებით გადავერთვებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ერთად განვახორციელოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებს და გეგმავს თბილისის მერია, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი. „ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში - რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული“, განაცხადა კახა კალაძემ. დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული მიმართულების პროექტები და პროგრამები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარუდგინეს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)