|
2019-06-05 12:53:56, 1438 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხი სჭირდებათ
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამსამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ისმრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს. მისი თქმით, ადგილზე არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია, ტერიტორია გადათხრილი, ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელი. „კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ ძალიან მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. იქ არაფერი ხდება, გადათხრილია ყველაფერი და მიყრილ-მოყრილი. სამუშაოები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ და ვსაუბრობთ მთელი ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციაზე. ასეთი დამოკიდებულება ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხისჭირდებათ. ასეთმა კომპანიებმა არა თუ მერიის ტენდერებში, საერთოდ, სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ისინი აზარალებენ ქვეყანას, ქალაქს, მოსახლეობას და ასე შემდეგ. ასეთ დროს არავინ საუბრობს, რომ კომპანიაა პრობლემა, არამედ მერია და ქალაქის მერი.ამიტომ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ დღესვე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროექტი. სამუშაოების ფარგლებში,მოაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურაც, რადგან იქ მძიმე მდგომარეობაა. განაახლეთ ისე, რომ ყველამ, იქ მიმსვლელმა ადამიანმა ამ პროექტითიამაყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)