12:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 18:23:35, 1371 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლმენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ისევ ძალაშია.

„ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რეკომენდაცია მივეცით, რომ სათანადო გამოძიება ეწარმოებინათ შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. ეს რეკომენდაცია კვლავაც ძალაშია. ასევე პასუხისმგებელი ვართ ზედამხედველობაზე და შეგვიძლია, ინფორმაცია დამატებით მოვიკითხოთ, თუ რა ეტაპზეა ამ საკითხის გამოძიება. ამის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics