|
2019-06-04 15:00:57, 1222 ნახვა
რეგიონი
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ
აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ლატვიელი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. ჟურნალისტების ობიექტივში უკვე მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები თავისი საოჯახო მარნებითა და სამზარეულოთი. ჟურნალისტები რეგიონს 1 ივნისს ესტუმრნენ და ქვეყანას ისინი დღეს დატოვებენ. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურების შედეგად აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის რეიტინგულ მედიასაშუალებებში. წლის ბოლომდე, ჯამში 40-მდე მედია-ინფოტურის ორგანიზება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს 16 სამიზნე ქვეყნიდან ეწვევიან. რაც შეეხება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს წელს, პირველად ინიშნება ჩარტერული ფრენები ბათუმის მიმართულებით ტალინიდან და ვილნიუსიდან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)