|
2019-06-04 12:50:50, 821 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ვებგბვერდზე სუბიექტების ანგარიშგების პორტალის ბმული განთავსდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე სუბიექტთა ანგარიშგების პორტალის ბმული - https://reportal.ge/ განათავსდა. ბიზნესის რეგისტრაციის ბლოკში - https://napr.gov.ge/pol აღნიშნული პორტალის ბმულის განთავსება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფოსაქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლობის შედეგადგადაწყდა. დაინტერესებულ პირებს ერთ ელექტრონულ სივრცეში შეუძლიათ, გაეცნონ არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრში არსებულ მონაცემებს, არამედ სუბიექტთა ანგარიშგების პორტალზე განთავსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. ანგარიშგების პორტალი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიქმნა და ბიზნესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებისათვის აღნიშნულ უწყებასთან თანამშრომლობასაგრძელებს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)