12:13 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 12:51:53, 1388 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: სამართალი ნაწილობრივ აღდგა, ბრძოლა ისევ გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. 

ამასთან, სარალიძის თქმით, ბრძოლა გრძელდება და სამართალი ნაწილობრივ აღდგა.  

"წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ყველამ კარგად იცის და პორველად გამიჩნდა იმის განცდა, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება. არავინ იფიქროს, რომ მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ჩემი და ჩემი ოჯახის პოლიტიკური თვალსაზრისით გამოყენებაზე და ჩემზე უკეთესად არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა", - განაცხადა ზაზა სარალიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics