20:03 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 14:30:10, 993 ნახვა

საზოგადოება
დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფსიქო-სოციალური სერვისი ამოქმედდა. კლინიკის მცირეწლოვან პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტს ადგილზე გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა. 

პროექტის ფარგლებში, ცენტრში ბავშვზე ორიენტირებული გარემო შეიქმნა. საჭირო ინვენტარით და მასალებით მოეწყო სათამაშო ოთახი. დასაქმდნენ ფსიქოლოგები, რომლებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად, პაციენტებისთვის სამედიცინო პროცედურების დროს სტრესის შემცირებაზე იზრუნებენ. მოამზადებენ ბავშვებსა და მშობლებს მოსალოდნელ სამედიცინო გამოცდილებაზე, უზრუნველყოფენ განმავითარებელ, საგანმანათლებლო და თერაპიულ ინტერვენციებს. თამაშის საშუალებით, სპეციალისტები დაეხმარებიან პატარა პაციენტებს ზრდა-განვითარებაში და ასწავლიან სტრესთან გამკლავების მეთოდებს. ამისთვის ფსიქოლოგებმა შესაბამისი სწავლება 6 თვის განმავლობაში გაიარეს და ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება ამერიკელი კოლეგებისგან გაიზიარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომზადდა ქართულენოვანი გაიდლაინიც. სამომავლოდ, პროექტი სხვა ბავშვთა განყოფილების მქონე კლინიკებშიც დაინერგება.

პროექტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში ფონდ - „Standish Foundation for Children“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics